25 ნოემბერი 2024,   20:25
ვრცლად
"ნაცმოძრაობის" ლოგიკით, ერთი და იგივე კანონი, თუ ამას მიიღებს ევროპარლამენტი, არის ევროპული, თუ ამას მიიღებს საქართველოს პარლამენტი - არის რუსული, უფრო მეტი ლუსტრაცია მათი მავნებლობის და ტყუილების, ბუნებაში არ არსებობს - მამუკა მდინარაძე

"ნაცმოძრაობის" ლოგიკით, ერთი და იგივე კანონი, თუ ამას მიიღებს ევროპარლამენტი, არის ევროპული, თუ ამას მიიღებს საქართველოს პარლამენტი - არის რუსული. უფრო მეტი ლუსტრაცია მათი მავნებლობის და ტყუილების, ბუნებაში არ არსებობს. სიტყვასიტყვით რომ ითარგმნოს ევროპაში რასაც მიიღებენ, ის მაინც "რუსული" იქნება თუ ევროპული? ხომ არ იქნებიან თანახმა [ოპოზიციის წარმომადგენლები], რომ ასეთი კანონი მივიღოთ? მოდით, დავაყენოთ ასე საკითხი, რა პასუხს გაგცემენ ამ კითხვაზე. - ამის შესახებ "ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მდინარაძე გამოეხმაურა ევროკომისიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ ევროპელების 81% , მათ დემოკრატიულ სისტემებში უცხოურ ჩარევას სერიოზულ პრობლემად მიიჩნევს და ფარული უცხოური გავლენების გამოაშკარავებას ემხრობა. მისი თქმით, საქართველოში, დაინტერესებულმა პირებმა უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის შესახებ კანონს "რუსული" უწოდეს, ვინაიდან არ სურთ, საზოგადოებამ იცოდეს, "მდიდარი არასამთავრობოები" ვისგან და რა მიზნით ფინანსდებიან.

"რასაც ვაპირებდით ჩვენ, რომ მიგვეღო და "რუსულ კანონად" მონათლეს საქართველოში, სისხლისსამართლებრივი ნორმების დართვით, გამკაცრებული რეგულაციებით იღებს ახლა ევროპარლამენტი. ეს ნიშნავს რეალურად იმას, რასაც ჩვენ ვლაპარაკობდით, რომ მიზანია გამჭვირვალობა. არ შეიძლება რუსული ყოფილიყო ამერიკული კანონის პირდაპირი თარგმანი; პირველზე რომ "რუსულის" ძახება დაიწყეს, მეორე ხომ "ხალხის ძალამ" დაარეგისტრირა პირდაპირი თარგმანი. შესაბამისად, არც ერთი იყო "რუსული", არც მეორე, არც ეს არის რუსული რა თქმა უნდა, რომელსაც იღებს ევროპარლამენტი, თუ რა თქმა უნდა, ხუმრობით არ მივუდგებით ამ საკითხს.

სინამდვილეში, ერთი ამერიკული იყო, მეორე ევროპული იქნება, მაგრამ საქართველოში, ანალოგიური იქნება რუსული, იმიტომ , რომ რაც მათ არ მოსწონთ, არის რუსული. რეალურად, რატომ იბრძვიან იცით? იმიტომ, რომ არავინ იცის, ზუსტად რა პროექტებისათვის, რა ქმედებებისათვის და რა წყაროებიდან ფინანსდებიან. გუშინ დავსვი შეკითხვა, ვინმემ ზუსტად იცის, რომელიმე მსხვილი, მდიდარი "ენჯეო" საიდან და რა მიზნებისათვის ფინანსდება? არ ვიცით." - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

დღის ამბები