25 ნოემბერი 2024,   20:31
ვრცლად
2024 წელს, სოციალური პროგრამების დასაფინანსებლად 6 მილიარდ 460 მილიონი ლარია გათვალისწინებული - ლაშა ხუციშვილი

პარლამენტი 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვარიანტს განიხილავს. ფინანსურ დოკუმენტს სესიაზე ფინანსთა მინისტრი წარადგენს.

ლაშა ხუციშვილი დეპუტატებს ქვეყნის მთავარი ფინანსური დოკუმენტის ძირითად პარამეტრებს აცნობს.

2024 წლისთვის, ეკონომიკური ზრდა 5.2 პროცენტის ოდენობით არის დაგეგმილი. ინფლაციის საშუალო მაჩვენებელია 2,8%-ია. ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტი, 86 მილიარდი ლარია, რაც წინა წელთან შედარებით გაზრდილია.

ფინანსთა მინისტრის განცხადებით, ბოლო 4 წლის განმავლობაში, ქვეყანაში საპენსიო გასაცემების მნიშვნელოვანი ზრდა ფიქსირდება.

"2024 წელს, სოციალური პროგრამების დასაფინანსებლად, ჯამში, გათვალისწინებულია 6 მილიარდ 460 მილიონი ლარი. ბოლო 4 წელიწადში სოციალური პროგრამების დაფინანსება გაზრდილია თითქმის 80%-ით. 2024 წელს, გაზრდილია გასაცემების მოცულობა, როგორც პენსიების, ასევე სახელმწიფო კომპენსაციების ნაწილში. კერძოდ: 70 წლის და მეტი ასაკის პირთა პენსია, 50 ლარით იზრდება და განისაზღვრება 415 ლარის ოდენობით. მაღალმთიან დასახლებაში, ამ პირთა პენსიის მოცულობა, თითქმის, 500 ლარს მიაღწევს. 70 წლამდე პირთა პენსია 20 ლარით გაიზრდება და შეადგენს 315 ლარს, ხოლო მაღალმთიან დასახლებაში 378 ლარს შეადგენს. ბოლო 4 წლის განმავლობაში, საპენსიო გასაცემების მნიშვნელოვანი ზრდა გვაქვს. კერძოდ: 70 წლამდე პირებისათვის, ზრდა არის 43%, ხოლო 70 წლის და მეტი ასაკის პირებისათვის, პენსიის ზრდა არის 6%", - განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.

დღის ამბები