25 ნოემბერი 2024,   20:29
ვრცლად
არცერთი ჩვენი რეგულაცია და, მათ შორის, სანქციებთან დაკავშირებული რეგულაცია არ ეძღვნება არცერთ კონკრეტულ სახელსა და გვარს - ნათია თურნავა

ჩვენი ნებისმიერი რეგულაცია მიმართულია იმისკენ, რომ ჩვენი კონსტიტუცია, ჩვენი კანონმდებლობა დაცული იყოს და ეფექტურად მოხდეს ჩვენი საერთაშორისო ვალდებულების აღსრულება საბაკო სისტემის მხრიდან. ამიტომ, ნუ ეცდებით კონკრეტული სახელისა და გვარის დარქმევას, მიწებებას ჩვენი რომელიმე გადაწყვეტილებებისთვის, მით უფრო, რომ, დღესდღეობით, საერთოდ არარელევანტურია ეს საკითხი“, - ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ განაცხადა.

„კონკრეტულ სახელებსა და გვარებს იმიტომ არ ვახსენებ, რომ არცერთი ჩვენი რეგულაცია და, მათ შორის, სანქციებთან დაკავშირებული რეგულაცია არ ეძღვნება არცერთ კონკრეტულ სახელსა და გვარს“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

მისივე განცხადებით, არარეზიდენტებთან დაკავშირებით, სანქციების აღსრულების წესი არის საჯარო და ნებისმიერს შეუძლია გაეცნოს.

„კიდევ ერთხელ შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენ ზედმიწევნით ვიცავთ საერთაშორისო ვალდებულებებს. საბანკო სისტემა ერთგულია სანქციების დაცვის პრინციპისადმი. ჩვენ სანქციების არიდებას ჩვენს სივრცეში არ დავუშვებთ“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

დღის ამბები