25 ნოემბერი 2024,   20:43
ვრცლად
საქართველოში ინიცირებულ კანონპროექტსაც იგივე შინაარსი ჰქონდა, რაც ევროკავშირის "დემოკრატიის დაცვის პაკეტს" აქვს - სოზარ სუბარი

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”ხალხის ძალის” თავმჯდომარის სოზარ სუბარის განცხადებით, ძალიან ნიშანდობლივია ევროკავშირის მიერ ინიცირებული კანონპროექტის სახელდება - "დემოკრატიის დაცვის პაკეტი".

მისი თქმით, ეს პაკეტი ევროკავშირში დემოკრატიის დაცვას ემსახურება და იგივე ფუნქცია ექნებოდა საქართველოშიც.

"ძალიან ნიშანდობლივია სახელწოდებაც, ეს არის -"დემოკრატიის დაცვის პაკეტი". ეს პაკეტი არის იმისთვის, რომ დემოკრატიის დაცვას ემსახურებოდეს. ბუნებრივია, ის რაც ემსახურება დემოკრატიის დაცვას ევროკავშირში ან აშშ-ში, ბრიტანეთში, კანადაში ან ავსტრალიაში, ის იმავეს ემსახურებოდა საქართველოში, თუმცა ამის წინააღმდეგ, პირველ რიგში, აჯანყდა სწორედ ის აგენტურა, რომლის გამომჟღავნებასაც ეს ემსახურებოდა. მათ არ აწყობდათ ამ სახსრების გამომზეურება და რაზეა ლაპარაკი. როდესაც უცხო ქვეყანა, თუნდაც მეგობარი ქვეყანა საქართველოში აფინანსებს რევოლუციის მოწყობას, რევოლუციურ ტრენინგს ატარებენ, ახალგაზრდებს ასწავლიან იარაღის ხმარებას და თან ამას ფუთავენ ისე, თითქოს, საქართველოში დემოკრატიას ემსახურებიან, ბუნებრივია, მათ არ აწყობთ ამ ყველაფრის შესახებ ინფორმაცია იყოს ღია", - განაცხადა სოზარ სუბარმა.

დღის ამბები