25 ნოემბერი 2024,   20:35
ვრცლად
საწვავის ფასების ზრდის საფუძველი არ არსებობს - ვახტანგ ცინცაძე

ეკონომიკის სამინისტრო მედიაში ბენზინის ფასის შესაძლო მატების შესახებ გავრცელებულ ცნობას დეზინფორმაციას უწოდებს.

უწყებაში განმარტავენ, რომ საქართველოში ბენზინის სამომხმარებლო ფასის ზრდის საფუძველი არ არსებობს და ქართველ იმპორტიორებს აქვთ შესაძლებლობა, ქვეყანაში ბენზინი საერთაშორისო ფასზე იაფად შემოიტანონ.

განცხადება გაკეთდა კონკურენციის ეროვნულ სააგენტოშიც. ირაკლი ლექვინაძის თქმით, ფასების ზრდის საფუძველი არ არსებობს და მკვეთრი მატება არც მომავალში არის მოსალოდნელი.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, ვახტანგ ცინცაძის განცხადებით, მოლოდინი აქვს, რომ საწვავის არსებული ფასი მომდევნო თვეებშიც შენარჩუნდება.

"დღეის მდგომარეობით საწვავის სამომხმარებლო ფასების ზრდის საფუძველი არ არსებობს. საწვავის იმპორტიორები, რომლებიც ახორციელებდნენ საწვავის საერთაშორისო დაბალ ფასად შემოტანას ქვეყანაში, აგრძელებენ აღნიშნული პროდუქტების იმპორტს, შესაბამისად , რეალური საფუძველი, რომ საწვავის ფასები გაიზარდო არ შეესაბამება რეალობას. ჩვენი მოლოდინია, რომ საწვავის არსებული ფასი მომდევნო თვეებშიც შენარჩუნდება ", - განაცხადა ვახტანგ ცინცაძემ.

დღის ამბები