25 ნოემბერი 2024,   20:36
ვრცლად
ლაზარეს დაკავება იყო სტიგმის გასაღრმავებლად განხორციელებული - ხატია დეკანოიძე

ლაზარე გრიგორიადისის ინტერვიუს შემდეგ საქმე კიდევ ერთხელ შეაფასეს პოლიტიკოსებმა. საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "ევროოპტიმისტები" წევრი, ხატია დეკანოიძე აცხადებს, რომ ლაზარეს დაკავება სტიგმის გასაღრმავებლად განხორციელდა.

"მე არა ერთხელ მითქვამს, რომ ლაზარეს დაკავება, კონკრეტულად მოხდა იმ სტიგმების გასაღრმავებლად, რომელიც ხელისუფლებამ გააღრმავა. ლაზარეს დაკავება იყო სტიგმის გასაღრმავებლად განხორციელებული. მე, ჯერჯერობით, კონკრეტული სამხილები არ მინახავს. რაც შეეხება, იყო თუ არა ეს აღიარებითი ჩვენება, ამაზე ალბათ განმარტებას ადვოკატი გააკეთებს," - აცხადებს ხატია დეკანოიძე.

შეგახსენებთ, პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფო ქონების განადგურების ფაქტებზე დაკავებულმა, 21 წლის ლაზარე გირგორიადისმა, გლდანის მე-8 პენიტენციური დაწესებულებიდან, "ინტერპრესნიუსის" კითხვებს უპასუხა. 

"მე ვისროლე "მოლოტოვი"... მობრძანდნენ ჩემთან დაზარალებულები, „ლევომეკოლს“ წავუსვამ და babuska boi-ს მოვასმენინებ" - აღნიშნავს გირგორიადისი.

დღის ამბები