25 ნოემბერი 2024,   20:48
ვრცლად
განათლების მინისტრის განცხადებით, სამთავრობო და საპარლამენტო პროცედურების შემდეგ დამტკიცდება ახალი, ზოგადი განათლების ეროვნული მიზნები, რომელიც 20 წელია არ განახლებულა

განათლების მინისტრის განცხადებით, სამთავრობო და საპარლამენტო პროცედურების შემდეგ დამტკიცდება ახალი, ზოგადი განათლების ეროვნული მიზნები, რომელიც 20 წელია არ განახლებულა.

როგორც რეფორმის პრეზენტაციაზე გიორგი ამილახვარმა განმარტა, მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, ცალკე იყოს სახელფასო პოლიტიკა.

მისი თქმით, 2024 წლის განათლების ბიუჯეტი განისაზღვრა 2 მილიარდ 508 მილიონი ლარით. აქედან 160 მილიონი მოხმარდება სახელფასო პირობების გაუმჯობესებას.

ზოგადი განათლების მიმდინარე რეფორმის პრეზენტაციაზე, მინისტრმა კიდევ ერთხელ ისაუბრა მასწავლებელთა ხელფასების ზრდაზე. ასევე აღნიშნა, რომ მომავალი წლიდან ანაზღაურების 10 პროცენტიანი მატება შეეხება სკოლის ადმინისტრაციას, ხოლო ტექნიკურ პერსონალს ხელფასი 10-დან 50 პროცენტამდე გაეზრდება.



 

დღის ამბები