25 ნოემბერი 2024,   20:29
ვრცლად
საქართველოს უნდა მივანიჭოთ კანდიდატის სტატუსი - ფინეთის ევროპულ საქმეთა მინისტრი

ისტორიული სამიტის მნიშვნელოვან გადაწყვეტილებასი საქართველო, უკრაინა და მოლდოვა ელოდებიან. ევროკავშირმა უნდა აჩვენოს, შეძლებს თუ არა ერთიანობის შენარჩუნებას ისე, როგორც ამას უკრაინის ომის დაწყების შემდეგ ახერხებდა.

იმისთვის, რომ ევროკომისიის რეკომენდაციები საბოლოოდ გაფორმდეს, ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა სრულ კონსენსუსს უნდა მიაღწიონ.

გაერთიანების მომავალსა და გაფართოების პოლიტიკაზე პირველი დიპლომატების შემდეგ, ახლა ევროპის საგარეო საქმეთა მინისტრები მსჯელობენ.

დახურული შეხვედრის დაწყებამდე კი, მორიგი მხარდამჭერი განცხადებები გაკეთდა. ევროკავშირის წევრი ქვეყნები მკაფიოდ ამბობენ, რომ მხარს უჭერენ საქართველოსთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას:

"ფინეთი მხარს უჭერს ევროკომისიის რეკომენდაციას, ჩვენ უნდა დავიწყოთ უკრაინისა და მოლდოვასთვის გაწევრიანებისთვის მოლაპარაკებები, უნდა მივანიჭოთ კანდიდატის სტატუსი საქართველოს. ასევე უნდა დავიწყოთ მოლაპარაკებები ბოსნია-ჰერცოგოვინასთან, როცა პირობები იქნება დაკმაყოფილებული. ეს საკითხები ძალიან მნიშვნელოვანია ევროპის მომავლისთვის, ვიცით რა ზეწოლაა ფოკუსირებული ქვეყნებზე ევროკავშირსა და რუსეთს შორის, კონფლიქტები, რომლებსაც რუსეთი იწყებს იმისთვის, რომ ხელი შეუშალოს ამ ქვეყნების ევროკავშირში გაწევრიანებას და ჩვენ არ შეგვიძლია ამის დაშვება," - აცხადებს ფინეთის ევროპულ საქმეთა მინისტრი ანდერს ადლერკრეუტცი.

შვედეთის ევროპულ საკითხთა მინისტრის ჯესიკა როსვალის განცხადებით კი, ევროკავშირის გაფართოება არის ძალიან მნიშვნელოვანი არსებულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში:

"ევროკავშირის გაფართოება არის ძალიან მნიშვნელოვანი ამ გეოპოლიტიკურ ვითარებაში, რომელშიც ჩვენ ვიმყოფებით. შვედეთი მუშაობს, რათა ეს გადაწყვეტილება იქნას მიღებული. ეს არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი უკრაინისთვის, საქართველოსთვის და ყველა სხვა კანდიდატი ქვეყნისთვის. ეს არის ის, რაზეც ამ ისტორიულ კვირაში შვედეთის მთავრობა მუშაობს,"- აღნიშნავს შვედეთის ევროპულ საკითხთა მინისტრი ჯესიკა როსვალი.

დღის ამბები