ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა VR holding-ს და საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდს შორის. VR holding ახორციელებს დეველოპერულ პროექტს შეკვეთილში, სასტუმრო "პარაგრაფის" გვერდით, რომლის საინვესტიციო ღირებულება 600 მილიონ დოლარს შეადგენს.
პროექტი აერთიანებს პრემიუმ ხარისხის ვილებს, რამდენიმე ხუთ ვარსკვლავიან საცხოვრებელ კომპლექსს, სასტუმრო და ბრენდირებულ აპარტამენტებს.
პროექტი განხორციელდება საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდთან თანამშრომლობით, "პარაგრაფის" ბრენდის მოთხოვნების შესაბამისად.