ქობულეთში, 10 წლის მოზარდს პიროტექნიკა აუფეთქდა. გავრცელებული ინფორმაციით, ცეცხლმოკიდებული პიროტექნიკა საწვავის ჭურჭელში ჩავარდა, რამაც აალება გამოიწვია. მოზარდს სხეულის სხვადასხვა არეში მრავლობითი დამწვრობა ჰქონდა და ის კატასტროფის ბრიგადამ თბილისის დამწვრობის ცენტრში გადაიყვანა.
დაშავებული მოზარდი რეანიმაციაშია. ამ ეტაპზე, მისი მდგომარეობა საყურადღებოა.
ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის დამწვრობის ცენტრის დირექტორის, გუგა ქაშიბაძის განცხადებით, ბავშვს სხეულის 10% აქვს დამწვარი, მის მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა დიაგნოზი საშიშია.
"10% აღენიშნება დამწვრობა - სახეზე, კისრის წინა ზედაპირზე, გულ-მკერდსა და მტევნებზე. მოთავსებულია დამწვრობის ცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაში დამწვრობის შოკით, 10% და სასუნთქი გზების დაზიანებით. ამ ეტაპზე, მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა დიაგნოზი საკმაოდ საშიშია", - განაცხადა გუგა ქაშიბაძემ.