25 ნოემბერი 2024,   20:41
ვრცლად
ჩვენი გუნდი ყველა ფორმატში იზეიმებს წინ გადადგმულ მნიშვნელოვან ნაბიჯს - ქართველ ხალხს ეჩქარება, გახდეს ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი ქვეყანა - მიხეილ დაუშვილი

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”საქართველოსთვის” წევრის, მიხელი დაუშვილის განცხადებით, სასწრაფოდ უნდა დაიწყოს ინკლუზიური სამუშაო პროცესი იმ მიზნით, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღიდგინოს ქვეყანამ დაკარგული დრო.

"სასწრაფოდ დაიწყოს ინკლუზიური სამუშაო პროცესი იმ მიზნით, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღიდგინოს ქვეყანამ დაკარგული დრო და რაც შეიძლება ძალიან სწრაფად გადავიდეს საქართველო გაფართოების მოლაპარაკებების ეტაპზე. ჩვენი გუნდი ყველა ფორმატში აუცილებლად იზეიმებს წინ გადადგმულ მნიშვნელოვან ნაბიჯს. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ქართველ ხალხს ეჩქარება, გახდეს ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი ქვეყანა", - განაცხადა მიხეილ დაუშვილმა.

დღის ამბები