ქუთაისში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების გაუმართავ, ხმარებიდან ამოღებულ ავტომობილებს ცეცხლი გაუჩნდა. ავტომობილები ინტერვენციული საავადმყოფოს მიმდებარედ იყო განთავსებული. რა გახდა ხანძრის გამომწვევი მიზეზი, უცნობია.
ადგილზე სამაშველო ჯგუფები იყო მობილიზებული. ამ დროისთვის, ხანძარი ლოკალიზებულია. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.