„ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ, "ნაციონალურ მოძრაობაში" მიმდინარე პროცესებზე საუბრისას, აღნიშნა, რომ "მესამე ძალა", რომლის შექმნაც იგეგმება, წარუმატებელი პროექტია:
"ორი მიმდინარე საკითხი ემთხვევა ერთმანეთს - ერთი ის, რომ მართლაც წარმოუდგენელი ნიჰილიზმია გამეფებული "ნაცმოძრაობაში" და ეს, ობიექტურად, ძალიან კარგია. ერთი მხრი, დაშლა მიდის ამ პარტიაში და, მეორე მხრივ, დალაგება, ვითომ მესამე ძალის, რომელიც აბსოლუტურად წარუმატებელი პროექტია.
რაც არ უნდა გადაათამაშო გახარია, მელია, ლომჯარია თუ პრეზიდენტად წოდებული ქალბატონი სალომე, შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ შეიცვლება,"- აცხადებს მამუკა მდინარაძე.