25 ნოემბერი 2024,   20:45
ვრცლად
ჩვენ ამ დღეებში გარანტირებულად ველოდებით კანდიდატის სტატუსს და ამის შემაფერხებელი გარემოება ობიექტურად არ ჩანს - უნგრეთის მხრიდან საქართველოსთან მიმართებით მხარდაჭერა არის უპრეცედენტო - მამუკა მდინარაძე

თეორიულად, არაფერია გამორიცხული, მაგრამ პრაქტიკულად, ჩვენ ამ დღეებში გარანტირებულად ველოდებით კანდიდატის სტატუსს და ამის შემაფერხებელი გარემოება ობიექტურად არ ჩანს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

„იმასაც კი ვისმენთ, ორბანთან ჩავიდნენ არგენტინაში და ჩვენ რას ვაკეთებთ. ჩვენ არგენტინაში ჩასვლა არ გვჭირდება, ჩვენ დავდივართ უნგრეთში მხარდაჭერისთვის. არათუ შეფერხება, არამედ განსაკუთრებული, ლობიზმის დონეზე აყვანილი მხარდაჭერა გვაქვს ორბანისა და უნგრეთის მხრიდან. თეორიულად, არაფერია გამორიცხული, მაგრამ პრაქტიკულად, ჩვენ, ამ დღეებში, გარანტირებულად ველოდებით კანდიდატის სტატუსს და ამის შემაფერხებელი გარემოება ობიექტურად არ ჩანს. უნგრეთის მხრიდან საქართველოსთან მიმართებით მხარდაჭერა არის უპრეცედენტო, ამიტომ, რაიმე საკითხი საქართველოზე დააკავშირონ მათ შიდა საქმეებთან, გამორიცხულია. იმიტომ, რომ ორბანთან შეიძლება ვერ შეთანხმდნენ და საქართველოზე შეიძლება იძიონ შური - ასეთი თეორიული ლოგიკაც ხმოვანდება ხოლმე, თუმცა, ჩვენ ამის მოლოდინი არ გვაქვს, დარწმუნებულები ვართ, რომ ის უსამართლობა, რომელიც საქართველოს მიმართ ერთი წლის წინ განხორციელდა, ახლა აღმოიფხვრება“, - აღნიშნა მდინარაძემ.

დღის ამბები