NATO-ს გენერალური მდივნის მოადგილე იმედოვნებს, რომ ალიანსი უახლოეს წლებში გაფართოვდება და მისი საზღვარი აღმოსავლეთისკენ გადაიწევს. შესაბამისი განცხადება მირჩა ჯოანამ საკუთარი წიგნის პრეზენტაციაზე გააკეთა.
"NATO-ს გენერალური მდივნის მოადგილე დარწმუნებულია, რომ უახლოეს წლებში უკრაინა, მოლდოვა, საქართველო და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნები გახდებიან ევროპული ოჯახის ნაწილი და, საბოლოოდ, შესაძლოა - ევროატლანტიკური ალიანსის წევრებიც", - წერს რუმინული Ziua de Vest-ი.
ჯოანას განცხადებით, მალე რუმინეთი NATO-ს აღმოსავლეთ საზღვარი აღარ იქნება და ალიანსის საზღვარი აღმოსავლეთისკენ გადაიწევს.
„შესაბამისად, დროა, რუმინეთმა საბოლოოდ დააღწიოს თავი ევროპის პერიფერიას და, თავისი მნიშვნელობით, ევროპის ცენტრში დაიმკვიდროს ადგილი“, - განაცხადა ალიანსის ოფიციალურმა წარმომადგენელმა.