25 ნოემბერი 2024,   20:25
ვრცლად
გვაქვს მხოლოდ პოზიტიური მოლოდინი, რომლის საფუძველსაც ამ ხნის განმავლობაში გაკეთებული საქმე გვაძლევს - გივი მიქანაძე სტატუსზე

პოლიტიკური გემოვნების მიუხედავად, თბილისში ყველა, ევროპის დადებითი გადაწყვეტილების მოლოდინშია. პოლიტიკოსები იმედოვნებენ, რომ ევროპული საბჭო საქართველოს საბოლოოდ აუნთებს მწვანე შუქს და ევროკომისიის რეკომენდაციის შესაბამისად, მიანიჭებს კანდიდატის სტატუსს.

"ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ აღარ უნდა განმეორდეს ის უსამართლო გადაწყვეტილება, რომელიც ევროპულმა საბჭომ გასულ წელს გამოაცხადა.

"რამდენიმე დღეში ველოდებით ისტორიულ გადაწყვეტილებას ევროკავშირის წევრობის კანდიდატობასთან დაკავშირებით, გვაქვს მხოლოდ პოზიტიური მოლოდინი. ამის საფუძველს გვაძლევს ის საქმე, რაც ამ ხნის განმავლობაში გაკეთდა. შესაბამისად, ჩვენ არანაირი საფუძველი არ გვაქვს, რომ სხვა რამეს მოველოდეთ," - აცხადებს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძე.

დღის ამბები