25 ნოემბერი 2024,   20:50
ვრცლად
რა ხდება მეტროს მიწისქვეშეთში მაშინ, როცა ყველა ვაგონი ჩერდება და ყველა კარი იკეტება - "კურიერი P.S.-ის" რეპორტაჟი

თბილისის მეტროს ისტორია 58 წლის წინ დაიწყო და დღემდე ის ყველაზე სწრაფი, უსაფრთხო და მეგობრული ტრანსპორტია ყველა თაობის ადამიანისთვის. ყოველდღიურად უამრავი ადამიანი ათეულობით მეტრ სიღრმეში მიწისქვეშ ჩადის და ხმაურიან ლაბირინთებში ისე იკარგება, რომ რთულად თუ წარმოუდგენია, რა ხდება მეტროს მიწისქვეშეთში მაშინ, როცა ყველა კარი იკეტება.

დილის 06:00 საათიდან კი მეტროთი 100 ათასობით მგზავრი სარგებლობს. მეტრო საცობებით გადატვირთულ ქალაქში გადაადგილების ყველაზე სწრაფი საშუალებაა. შესაბამისად, ყველაზე მოთხოვნადიც. დღის განმავლობაში, 200-მდე ვაგონი და 23 სადგური, 18 საათი გაუჩერებლად მუშაობს, თუმცა გიფიქრიათ, რა ხდება მას შემდეგ, რაც მეტროსადგურს ბოლო მგზავრი დატოვებს?! - ალბათ წარმოგიდგენიათ, რომ ღამის 12:00 საათის შემდეგ, ყველა სადგურზე შუქი ქრება და ცარიელდება, თუმცა ეს ასე ნამდვილად არ არის. მეტროს თანამშრომლებისთვის მთავარი საქმე გვიან ღამე იწყება, გათენებამდე - ვიდრე პირველი მგზავრი შევა მეტროში. 

 

ავტორი: ნინი ნაცვლიშვილი

 

 

დღის ამბები