25 ნოემბერი 2024,   20:41
ვრცლად
ფსიქოტროპულ მედიკამენტებს, რომლის მიღებაც ექიმის დანიშნულების გარეშე სიცოცხლისთვის საშიშია, ზოგიერთი ფსიქოტროპული აფთიაქი ურეცეპტოდ ყიდის - "კურიერიP.S"-ის ექსპერიმენტი

სააფთიაქო ნარკომანია - ფსიქოტროპულ მედიკამენტებს, რომლის მიღებაც ექიმის დანიშნულების გარეშე სიცოცხლისთვის საშიშია, ზოგიერთი ფსიქოტროპული აფთიაქი ურეცეპტოდ ყიდის. მომხმარებლები კოდურ სიტყვებს იყენებენ. ფარმაცევტები მედიკამენტს უკანონოდ იმ შემთხვევაში გასცემენ, თუ მომხმარებელი კონკრეტულ სიტყვას გამოიყენებს. ეს ნიშნავს იმას, რომ აფთიაქში შესული პირი სანდოა.

არსებობს ე.წ. კლინიკები, სადაც ადამიანებს სამედიცინო შემოწმების გარეშე, რეცეპტის ყიდვაც კი შეუძლიათ. ჯანდაცვის სამინისტრომ კანონის საწინააღმდეგოდ გაცემული რეცეპტების უპრეცენდენტო რაოდენობა გამოავლინა. უწყების ინფორმაციით, წლიურად გაცემული დოკუმენტების ნახევარი, 3457 რეცეპტი, უკანონოდ, სწორედ იმ სამმა კლინიკამ გასცა, რომელიც დაიხურა.

"კურიერი P.S"-მა მცირე ექსპერიმენტი ჩაატარა და გაარკვია, თუ რამდენად მარტივია ფსიქოტროპული მედიკამენტის შეძენა რეცეპტის გარეშე, ან თავად რეცეპტის ყიდვა.


 

დღის ამბები