25 ნოემბერი 2024,   20:57
ვრცლად
"ნიშნობა იყო 9 თვის წინ, მერე ერთმანეთში რაღაც ლაპარაკი ჰქონდათ და [გოგომ] არ მინდაო..." - არის თუ არა ცნობილი ფონიჭალიდან გატაცებული 16 წლის გოგოს ადგილსამყოფელი

რა დამატებითი დეტალებია ფონიჭალაში გატაცების საქმეზე ცნობილი - პოლიცია გატაცებულს და გამტაცებლებს ეძებს. 16 წლის გოგო ცოლად შერთვის მიზნით, გუშინ საღამოს 6-მა ადამიანმა გაიტაცა. ოჯახის ინფორმაციით, გამტაცებლები სახლში შეიჭრნენ და არასრულწლოვანი ძალის გამოყენებით გაიყვანეს. მშობლები ამბობენ, რომ მათი ქალიშვილი რამდენიმე თვის წინ ერთ-ერთ მამაკაცზე დაინიშნა, თუმცა, მოგვიანებით, ქორწინებაზე უარი თქვა.

ამასთან, როგორც "კურიერმა" გაარკვია, გატაცებული გოგოს ოჯახში სათვალთვალო ვიდეო-კამებია დამონტაჟებული, სადაც ჩანს, როგორ მოხდა გატაცების ფაქტი, რაც გამოძიებამ უკვე ამოიღო.

"ნიშნობა იყო 9 თვის წინ, მერე ერთმანეთში რაღაც ლაპარაკი ჰქონდათ და [გოგომ] არ მინდაო... [რადგანაც უარი უთხრა, ძალით წაიყვანა]" - აცხადებენ გატაცებული გოგოს ოჯახში.

საგამოძიებო მოქმედებები ამ წუთამდე გრძელდება, თუმცა კონკრეტული ადგილსამყოფელი, თუ სად წაიყვანეს არასრულწლოვანი გამტაცებლებმა, ამ ეტაპზე უცნობია. პოლიციაში გამოკითხვაზე ამ დრომდე იმყოფებიან 16 წლის ულდუზ პაშაევის ოჯახის წევრები. გამოძიება ცოლად შერთვის მიზნით თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით მიმდინარეობს.

 

 

დღის ამბები