25 ნოემბერი 2024,   20:51
ვრცლად
ჰააგაში "ევროპალია-საქართველოს" ფესტივალის ფარგლებში ქართველი მუსიკოსების, სანდრო გეგეჭკორისა და ცოტნე ზედგინიძის კონცერტი გაიმართა

ნიდერლანდების ქალაქ ჰააგაში "ევროპალია-საქართველოს" ფესტივალის ფარგლებში, ახალგაზრდა თაობის გამორჩეული ქართველი მუსიკოსების, სანდრო გეგეჭკორისა და ცოტნე ზედგინიძის კონცერტი გაიმართა.

ღონისძიებას, კულტურის მინისტრი და ნიდერლანდების სამეფოში, საქართველოს ელჩი ესწრებოდნენ. ახალგაზრდა ხელოვანებმა, დასავლეთ ევროპელი და ქართველი კლასიკოსი კომპოზიტორებისა და საკუთარი საავტორო ნაწარმოებები შეასრულეს.

ფესტივალის მიმდინარეობისას ცოტნე ზედგინიძის სოლო, საავტორო კონცერტი გაიმართება ბრიუსელშიც. საქართველოს მთავრობის მხარდაჭერითა და "ევროპალია-საქართველოს" ეგიდით, ბელგიასა და მის მოსაზღვრე ქვეყნებში, 60-მდე მასშტაბური და მრავალფეროვანი ღონისძიება 2024 წლის თებერვლის ჩათვით გაიმართება. 

დღის ამბები