საგზაო ინფრასტრუქტურის სამუშაოები ზუგდიდის მუნიციპალიტეტში აქტიურად მიმდინარეობს. გზის დაგების პროცესს ნარაზენის ადმინისტრაციულ ერთეულში რეგიონის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია, მოადგილესთან, ზუგდიდის მერთან მამუკა წოწერიასთან და საკრებულოს ფრაქცია "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო"-ს თავმჯდომარესთან ერთად გაეცნო.
საპერტიოს უბანში აქამდე მხოლოდ გრუნტის საფარიანი გზა იყო, ამჯერად კი ხუთ კილომეტრამდე მონაკვეთზე ასფალტო-ბეტონის გზა ეწყობა, გზასთან ერთად წესრიგდება სანიაღვრე სისტემა. აღნიშნული ინფრასტრუქტურის მოწყობა რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის დაფინანსებით ხორციელდება. პროექტის ღირებულება 3 462 808 ლარია.
პარალელურად სამუშაოები ხორციელდება სოფელ ყულიშკარსა და ოქტომბერში.