უკრაინაში ომი გრძელდება - რუსეთის სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესიის 654-ე დღეს 45 საბრძოლო შეტაკება მოხდა. ცეცხლის ქვეშ მოექცა 20-ზე მეტი დასახლება.
რუსეთის მიერ ხარკოვზე თავდასხმის შედეგად დაიღუპა 2, დაშავდა 1 მოქალაქე. დაზიანებულია სამოქალაქო ინფრასტრუქტურა.
პარალელურად, უკრაინის თავდაცვის ძალები აგრძელებენ საომარ მოქმედებებს. ამასთან, საჰაერო განგაშის ხმა ისმოდა დნეპროპეტროვსკის, ხერსონის, მიკოლაევისა და ზაპოროჟიეს ოლქებში.