გაეროს უშიშროების საბჭო რეფორმას საჭიროებს - ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა. მისი თქმით, საბჭოს მიმართ იმედი და მოლოდინი დაკარგა.
"არავითარი მოლოდინი არ გვაქვს გაეროს უსაფრთხოების საბჭოსგან. უსაფრთხოების საბჭო, რომლის მოვალეობაა გლობალური მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნება, 7 ოქტომბრიდან გახდა ისრაელის დაცვისა და მზრუნველობის საბჭო. გაეროს უსაფრთხოების საბჭოს რეფორმა აუცილებელია. ღაზის ტანჯვით, ჩვენ გვჯერა, რომ გაეროს ეს უმწეო და დისფუნქციური სტრუქტურა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება მთელ მსოფლიოში. მე ძალიან ღიად ვამბობ: ღაზის შემდეგ არაფერი შეიძლება გაგრძელდეს ისე, როგორც ყოველთვის. ღაზის ჯალათებმა პასუხი უნდა აგონ კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებზე საერთაშორისო სასამართლოებში," - განაცხადა ერდოღანმა.
შეგახსენებთ, რომ აშშ-მა ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციას ვეტო დაადო.