25 ნოემბერი 2024,   21:23
ვრცლად
მუნიციპალური სერვისების განვითარების ელექტრონული სერვისები ხარვეზით ფუნქციონირებს - ხარვეზის აღმოფხვრამდე, ზონალურ საათობრივი სისტემის გამოუყენებლობის გამო არავინ დაჯარიმდება

მუნიციპალური სერვისების განვითარების ელექტრონული სერვისები ხარვეზით ფუნქციონირებს. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. მათივე ცნობით, ხარვეზის აღმოსაფხვრელად კი მუშაობა მიმდინარეობს.

„აღნიშნულ პერიოდში ზონალურ საათობრივი სისტემის გამოუყენებლობის გამო, არავინ დაჯარიმდება, ზონალური პარკირების სისტემა ავტომატურად გაითიშება, ხარვეზის მიმდინარეობის პერიოდში ბალანსიდან თანხა არ გაიხარჯება.

ხარვეზის აღმოფხვრის შესახებ ინფორმაცია დაუყოვნებლივ მოგეწოდებათ“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

დღის ამბები