"მე ვარ ქართველი და მაშასადამე, ვარ ევროპელი" – ამ სიტყვების ავტორს დღეს, 60 წელი შეუსრულდებოდა. საკანონმდებლო ორგანოში ზურაბ ჟვანიას იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. სამი მოწვევის პარლამენტის წევრი, ორი მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარე, საქართველოს პრემიერ-მინისტრი- ზურაბ ჟვანია სიკვდილის შემდეგ, "თავისუფლების საპარლამენტო ორდენით" დაჯილდოვდა.