ნისლისა და ცუდი ხილვადობის გამო, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში რამდენიმე თვითმფრინავი ვერ დაჯდა. აეროპორტში აცხადებენ, რომ ვერ შესრულდა კატარის ავიახაზების რეისი დოჰა-თბილისი, რომელიც იძულებული გახდა ერევანში დაშვებულიყო. სომხეთის დედაქალაქში დაჯდა ქუვეითი-თბილისის ავიარეისიც, მოსკოვიდან გამოფრენილი თვითმფრინავი კი ქუთაისში დაეშვა. ცუდი ხილვადობის გამო, თბილისში დღევანდელი რეისები გააუქმეს „პეგასუსმა“ და „თურქეთის ავიახაზებმაც“, ორივე სტამბოლი-თბილისის რეისი იყო.