25 ნოემბერი 2024,   20:38
ვრცლად
უპირობო მხარდაჭერა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას - რა შედეგით ბრუნდება საპარლამენტო უმრავლესობის დელეგაცია ბუდაპეშტიდან

უპირობო მხარდაჭერა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას - ამ შედეგით ბრუნდება ქართული დელეგაცია უნგრეთიდან. ბუდაპეშტი თბილისს ლობირებს, კიევზე კი ამბობს, რომ მისთვის ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკების გახსნა ნაადრევია.

უკრაინა და საქართველო ევროინტეგრაციის სხვადასხვა ეტაპზე არიან, ამიტომ "ქართული ოცნება" დარწმუნებულია, რომ ამ საკითხში ორი ქვეყნის ერთმანეთთან დაკავშირება ხელოვნურად ხდება. ბუდაპეშტმა თბილისს კიდევ ერთხელ დაუდასტურა, რომ კანდიდატი ქვეყნის სტატუსი ჯერ კიდევ შარშან, უკრაინასთან და მოლდოვასთან ერთად უნდა მიეღო, თუმცა უნგრეთში მიმდინარე შეხვედრებისას საუბარი მხოლოდ საქართველოს ევროპულ მომავალზე არ იყო. განხილვის თემა გახდა ზოგადად მსოფლიოში არსებული ვითარება და ამ ფონზე შექმნილი ახალი გამოწვევები. მხარეებმა საქართველოსა და უნგრეთს შორის თანამშრომლობის გაღრმავებაზეც ისაუბრეს.

შეხვედრები უნგრეთში დასრულებულია. საპარლამენტო უმრავლესობის დელეგაცია ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით თბილისში ბრუნდებიან.

 

დღის ამბები