25 ნოემბერი 2024,   20:23
ვრცლად
თბილისში ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი ახალი პროექტის "ერთიანი საქართველო ევროპისთვის" პრეზენტაცია გაიმართა

თბილისში ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი ახალი პროექტის "ერთიანი საქართველო ევროპისთვის" პრეზენტაცია გაიმართა.

პროექტი მიზნად ისახავს საქართველოს ევროკავშირთან დაახლოების ხელშეწყობას საზოგადოების ფართო ჩართულობითა და თანამშრომლობით, სამეცნიერო კვლევებისა და საზოგადოებრივი დიალოგის ინიცირებას, საქართველოს საზოგადოებისა და საერთაშორისო საზოგადოების ინფორმირების ზრდას.

შეხვედრაზე მოწვეულ სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაეთვალიერებინათ და გასცნობოდნენ გამოფენას სახელწოდებით "ერთიანი საქართველო ევროპისთვის", რომლის ფარგლებშიც წარმოდგენილი ექსპონატები საზოგადოებას კიდევ ერთხელ შეახსენებს იმ ქართველ ისტორიულ მოღვაწეებსა და ისტორიულ ფაქტებს, რაც ადასტურებს საქართველოსა და მისი მოქალაქეების ერთგულებას ევროპული დემოკრატიული ღირებულებებისადმი, საქართველოს ისტორიულ კავშირს ევროპასთან.

დღის ამბები