პირდაპირი უცხოური ინვესტიციები საქართველოში - საქსტატი 2023 წლის მესამე კვარტლის მონაცემებს აქვეყნებს.
უწყების ცნობით, პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა 316 მილიონი დოლარი შეადგინა. ქვეყნების მიხედვით, ყველაზე დიდი მოცულობის ინვესტიცია, ამერიკიდან განხორციელდა, შემდეგ მოდის გაერთიანებული სამეფო, ნიდერლანდები და თურქეთი. ყველაზე მეტი ინვესტიცია კი განხორციელდა საფინანსო და სადაზღვევო სექტორებში.
მთავრობის ეკონომიკურ გუნდში, აქცენტი კეთდება კომპანიების ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესების შედეგად, დამფუძნებელი ორგანიზაციების მიმართ, სასესხო ვალდებულებების დაფარვაზეც.
ამ მიმართულებით, 2023 წლის მესამე კვარტალში, ვალი 719 მილიონი დოლარით შემცირდა. წინა წელთან შედარებით, ეს მონაცემი 30%-ით არის გაზრდილი და კვარტალურ ჭრილში, ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.