"უაღრესად პრაგმატული გადაწყვეტილება" - ასე აფასებს ნიკა მელიას გუნდის წევრი დავით ნებიერიძე ნიკა მელიას გადაწყვეტილებას პარტიიდან წამოსვლისა და ახალი პოლიტიკური პლატფორმის შექმნის თაობაზე. როგორც ნებიერიძე აღნიშნავს, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" შიგნით დაპირისპირება იყო ფასეულობათა სისტემის ირგვლივ, რომელიც პარტიის ახლანდელმა მენეჯმენტმა "გააცამტვერა".
"დაპირისპირება იყო ფასეულობათა სისტემის ირგვლივ და მე მივიჩნევ, რომ უაღრესად პრაგმატული გადაწყვეტილებაა ნიკა მელიას მხრიდან. შეინარჩუნოს ის ფასეულობათა სისტემა, რომელსაც ყველა ერთად ვემსახურებოდით ამ დიდი დროის განმავლობაში და დამოუკიდებელი პოლიტიკური პლატფორმიდან გავაგრძელოთ გზა. ჩვენთვისაც მთავარი არის ის ფასეულობათა სისტემა, რომელიც გააცამტვერა პარტიის დღევანდელმა ხელმძღვანელობამ და რომელიც იძულებულს გვხდის თითოეულ ჩვენგანს დავტოვოთ პარტია,"- აცხადებს მურთაზ ზოდელავა.
შეგახსენებთ, რომ ნიკა მელიამ "ნაციონალურ მოძრაობა" დატოვა და ახალ პარტიას ქმნის. ახალი პოლიტიკური მოძრაობის შექმნაზე მუშაობის დაწყებას "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი თავმჯდომარე, მხარდამჭერებთან ერთად, დღეიდან აანონსებს, თუმცა კონკრეტული ვადები არ სახელდება.