25 ნოემბერი 2024,   20:29
ვრცლად
51 მომხრე, 49 წინააღმდეგი - აშშ-ის სენატმა უკრაინის, ისრაელისა და ტაივანის დაფინანსების შესახებ კენჭისყრა დაბლოკა

51 მომხრე, 49 წინააღმდეგი - შეერთებული შტატების სენატმა უკრაინის, ისრაელისა და ტაივანის დაფინანსების შესახებ კენჭისყრა დაბლოკა. დოკუმენტის მისაღებად, რომელიც უკრაინისთვის 61 მილიარდი დოლარის გამოყოფას ითვალისწინებს, საჭირო იყო 60 სენატორის ხმა, თუმცა კანონპროექტს მხარი არცერთმა რესპუბლიკელმა არ დაუჭირა. შესაბამისად, ომში მყოფ ქვეყანას, რომლის არსენალი თითქმის დაცარიელებულია, სენატის მორიგ მოსმენამდე საბრძოლო მარაგების დაზოგვა მოუწევს, რაზეც კიევში უკვე ხმამაღლა ალაპარაკდნენ.

კონგრესში დილიდანვე გარკვეული იყო, რომ უკრაინის დახმარების თემა დაიბლოკებოდა. რესპუბლიკელები გამოსვლების დროს ამაზე ღიად საუბრობდნენ და ცდილობდნენ დაეხატათ კატასტროფული სურათი, თუ რა ხდებოდა არალეგალური იმიგრაციის კუთხით ამერიკის სამხრეთ საზღვარზე.

რესპუბლიკელების პოზიციას, ბაიდენის მწვავე პასუხი, ჯერ კიდევ პროცედურული კენჭისყრის დაწყებამდე მოჰყვა. პრეზიდენტის თქმით, ეს პუტინისთვის საჩუქარია. ბაიდენი შიშობს, რომ უკრაინის დათმობის შემთხვევაში, შემდეგი სამიზნე ნატო-ს წევრი სახელმწიფო იქნება.

ბაიდენის თქმით, ის თანახმაა რესპუბლიკელებთან კომპრომისზე, თუმცა ეს მოლაპარაკების საგანი უნდა იყოს. სენატში კანონპროექტის დაბლოკვის პარალელურად, ბაიდენის ადმინისტრაციამ უკრაინას უსაფრთხოებისთვის დამატებით 175 მილიონი დოლარი გამოუყო. ეს თანხა, კიევში, უკვე დამტკიცებული დაფინანსებიდან წავა.

დღის ამბები