საქართველოს სამედიცინო უნივერსიტეტში ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი "ნარინჯისფერი კამპანიის" ფარგლებში, სტუდენტებთან შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრის ორგანიზატორი სტუდენტური ორგანიზაცია "მომავალი ექიმები საქართველოსთვის" იყო. ღონისძიებას "ქართული ოცნების" ქალთა ორგანიზაციის თავმჯდომარე ესწრებოდა.
"ნარინჯისფერი კამპანიის" მიზანია გენდერული ნიშნით ძალადობის წინააღმდეგ ცნობიერების ამაღლება და ძალადობის მსხვერპლთა მიმართ სოლიდარობის გამოხატვა.