25 ნოემბერი 2024,   20:56
ვრცლად
ერთგვარი პერფორმანსი აქვთ ახლა, ესეც დამთავრდება 2-3 დღეში და ყველა თავის გზას ნახავს - გიორგი ბოტკოველი ენმ-დან წასულებზე

"ნაციონალური მოძრაობის" რაიონული ორგანიზაციების უკვე ყოფილი წარმომადგენლების გადაწყვეტილება პარტიის დატოვებასთან დაკავშირებით, მოქმედი მენეჯმენტისთვის მოულოდნელი არ ყოფილა. ლევან ხაბეიშვილის გუნდის წევრები ამბობენ, რომ ადამიანები, რომლებმაც წასვლის გადაწყვეტილება მიიღეს, თვეებია, არ ყოფილან ჩართული "ნაციონალური მოძრაობის" საქმიანობაში.

პარლამენტის ფრაქციის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა-ძალა ერთობაშია" თავმჯდომარის მოადგილე, გიორგი ბოტკოველი მათ გადაწყვეტილებას პერფორმანსს უწოდებს.

"ამ ადამიანებმა ეს განცხადება გააკეთეს უკვე 9 თვის წინ. მათ დატოვეს ფრაქციები, მათ დატოვეს პარტია და მათ ეს არჩევანი უკვე გაკეთებული აქვთ და მთელი ამ პერიოდის განმავლობაში არ ყოფილან ჩართული ნაციონალური მოძრაობის საქმიანობაში. ერთგვარი პერფორმანსი აქვთ ახლა და ეს პერფორმანსიც დამთავრდება 2-3 დღეში და დასრულდება ეს ყველაფერი და ყველა თავის გზას ნახავს. საკუთარ თავში ეძებონ ეს მიზეზი ყველა იმ ადამიანმა, ვინც მიხეილ სააკაშვილთან ერთად და ნაციონალურ მოძრაობასთან ერთად არ აპირებს ბრძოლას. ჩვენ შიდა ბრძოლებით საერთოდ არ ვართ დაინტერესებულები, მაგრამ თუ მათ ასეთი არჩევანი აქვთ, ყველას თავის გზაზე გაუმარჯოს," - ამბობს გიორგი ბოტკოველი.

დღის ამბები