25 ნოემბერი 2024,   20:47
ვრცლად
როდესაც შიგნით მტრები გყავს, რომლებიც ებრძვიან ევროინტეგრაციის პროცესს და მერე მარშით გამოდიან, მოგვეცით სტატუსიო, ამაზე მეტი ფარისევლობა და თვალთმაქცობა არ არსებობს - მამუკა მდინარაძე არასამთავრობოების მარშზე

როდესაც შიგნით მტრები გყავს, რომლებიც ებრძვიან ევროინტეგრაციის პროცესს და მერე მარშით გამოდიან, მოგვეცით სტატუსიო, ამაზე მეტი ფარისევლობა და თვალთმაქცობა არ არსებობს - ამის შესახებ "ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, სამწუხაროა, რომ ამ თვალთმაქცობასა და ფარისევლობაში ჩართულია სინამდვილეში ერთი ოპოზიციონერი სალომე ზურაბიშვილი, რომელიც სიმბოლურადაც აღარ არის პრეზიდენტი.

"ეს მარში თუ არ იქნა, გამორიცხულია პოზიტიური გადაწყვეტილება რომ იყოს. რა სისულელეს აკეთებენ, რაღაცნაირად მიეწებონ ამ თემას. ამ თემაზე მიწებება თუ უნდოდათ, მოსულიყვნენ, დამსხდარიყვნენ და ელემენტარული საქმე მაინც გაეკეთებინათ, ფული არ ეხადათ ლობისტებში საქართველოს დასაზიანებლად, წინა პერიოდში, ევროპაში და ამერიკაში არ ერბინათ ევროინტეგრაციის, კანდიდატის სტატუსის მიღების პროცესის ჩასაშლელად, იქ სიბინძურეები, სხვადასხვა სტატიები არ შეეკვეთათ და ამაში უზარმაზარი თანხები - მილიონობით დოლარი არ გადაეხადათ და მერე საზოგადოება დაიჯერებდა, რომ მათაც რაღაც წვლილი შეიტანეს, მაგრამ ამ შემთხვევაში მათ გათავისებული ჰქონდათ, რომ წელს კი არა, შარშან მივიღებდით კანდიდატის სტატუსს. საქართველოსთვის პოზიტიურად, მომგებიანად რომ მოქცეულიყვნენ, წელს კი არა, შარშან გვექნებოდა კანდიდატის სტატუსი. შემთხვევით არ ვამბობ, ბევრი რამე იყო ამაზე დამოკიდებული, მაგრამ როდესაც შენ შიგნით მტრები გყავს, რომლებიც ებრძვიან ევროინტეგრაციის პროცესს და მერე მარშით გამოდიან, მოგვეცით სტატუსიო, ამაზე მეტი ფარისევლობა და თვალთმაქცობა არ არსებობს.

სამწუხარო იცით რა არის? ჩვენს მიერ მხარდაჭერილი და არჩეული პრეზიდენტი, ვითომ პრეზიდენტი, სიმბოლურადაც რომ აღარ არის და ფორმალური პრეზიდენტია, სინამდვილეში ერთი ოპოზიციონერი სალომე ზურაბიშვილიც ჩართულია ამ თვალთმაქცობასა და ფარისევლობაში. თუ ძალიან უნდათ, შეუერთდნენ საერთო ზეიმს, რომელიც კანდიდატის სტატუსის მიღების დღეს იქნება და უკვე დაანონსდა. გამოვიდნენ წყნარად, მშვიდად, ცოტა თავი დახარონ და მოიბოდიშონ იმისთვის, რა სიბინძურეებიც აკეთეს მთელი ამ წელიწადნახევრის განმავლობაში, რის ფასად უნდოდათ რაღაცების გაკეთება, ისიც მოინანიონ და მერე ოდნავ მაინც დავუჯერებთ", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

დღის ამბები