უკრაინის უმაღლესი რადის ყოფილი დეპუტატი, ილია კივა მოსკოვის ოლქში გარდაცვლილი იპოვეს. ამის შესახებ პირველად ინფორმაცია რუსულმა ტელეარხმა "რენ ტვ"-მ, წყაროებზე დაყრდნობით გაავრცელა.
საინფორმაციო სააგენტო "რია ნოვოსტი" კი იტყობინება, რომ უკრაინის უმაღლესი რადას დეპუტატის ცხედარი სოფელ სუპონევოში იქნა აღმოჩენილი. ინფორმაცია ჯერჯერობით, ოფიციალურად დადასტურებული არ არის.
"უკრაინსკაია პრავდის" წყაროები ირწმუნებიან, რომ კივას სიკვდილის უკან უკრაინის უშიშროების სამსახური დგას.
ნოემბრის შუა რიცხვებში ლვოვის სასამართლომ კივა სახელმწიფო ღალატში ცნო დამნაშავედ და დაუსწრებლად მიუსაჯა 14 წლით პატიმრობა.