25 ნოემბერი 2024,   20:30
ვრცლად
ეს იყო თანამედროვე შულავერის კომიტეტი, ბოლშევიკური გადაწყვეტილება მიიღეს და ფრაქციის თავმჯდომარეობიდან გამათავისუფლეს, მენეჯმენტი გადასულია ერთგული ხალხის გაყრაზე, რომ თავისუფლად პრივილეგიები გაიმდიდრონ - დარეჯან ცხვიტარია

"ჩვენ მელიასა და მიშას შორის კი არ გავაკეთეთ არჩევანი, არამედ სამართლიანობასა და უსამართლობას შორის,"- ეს განცახდება "ღამის კურიერის" ეთერში დარეჯან ცხვიტარიამ გააკეთა, რომელიც ცოტა ხნის წინ ფოთის საკრებულოს ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშიას" თავმჯდომარეობიდან გაათავისუფლეს.

მისივე თქმით, ის კვლავ რჩება ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერად, თუმცა მიიჩნევს, რომ "ვინც დემოკრატიის პრინციპებს იცავს, ვინც სამართლიანია და ვისაც შეუძლია ამ ყველაფერს გაუძღვეს, დღეს არის ნიკა მელია".

"მათ დეკლარირებულად თქვეს უარი პრინციპებზე, საკუთარ წესდებაზე და საკუთარ ისტორიაზე, რომელმაც ძირი გამოუთხარა საფუძველს - დემოკრატიას პარტიაში. ნამდვილად, ეს იყო თანამედროვე შულავერის კომიტეტი, რომელიც შეიკრიბა. რა თქმა უნდა, დაუკითხავად ეს ყველაფერი არ მოხდებოდა და ბოლშევიკური გადაწყვეტილება მიიღეს და ფრაქციის თავმჯდომარის თანამდებობიდან გამათავისუფლეს. ვის დაუკითხავად და დღევანდელი მენეჯმენტის, თავმჯდომარის და, რა თქმა უნდა, კვიპროსის კლუბის, რომელსაც ექვემდებარება მთლიანად ეს პარტია. რეჟიმთან ბრძოლა საერთოდ დაავიწყდა დღევანდელ მენეჯმენტს და გადასულია თავის პარტიაში ერთგული ხალხის იგნორირებაზე, მათ გაყრაზე პარტიიდან რომ თავისუფლად, სკამებჩაბღაუჭებულებმა იმოძრაონ და თავიანთი პრივილეგიები გაიმდიდრონ.

მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერად ვრჩები ბოლომდე. ახლა ქალბატონი წითლიძე გამობრძანდა და თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილსა და მელიას შორის სხვაობას ვერ ხედავთო, ისეთი ფორმულირება გაუკეთა, რომ თითქოს მელიას ირჩევთ და სააკაშვილს იგნორირებას უკეთებთო. ეს არის აბსურდი. ამაზე მეტი აბსურდი შეიძლება არაფერი თქვას ადამიანმა. ჩვენ მელიასა და მიშას შორის კი არა გავაკეთეთ არჩევანი, არამედ სამართლიანობასა და უსამართლობას შორის, ჩვენ ავტოკრატიასა და დემოკრატიას შორის გავაკეთეთ არჩევანი. ვინც დემოკრატიის პრინციპებს იცავს, ვინც სამართლიანია და ვისაც შეუძლია ამას ყველაფერს გაუძღვეს, დღეს არის ნიკა მელია. არჩევანის წინაშე ნუ გვაყენებს ნურავინ და ნუ გვაყენებს ასეთ შეურაცხყოფას. ამაზე ძალიან მიჭირს საუბარი და არ მინდა ამ საკითხს შევეხო, რომ ორი წელია მიშათან ვდგავარ, ყველა ციხესთან, გორის ჰოსპიტალთან და ა.შ. მე ჩემს მოვალეობად ვთვლი ამას, თანამედროვე სახელმწიფოს შემქმნელი დღეს არის რუსეთის ტყვე და ოლიგარქი ივანიშვილის ტყვე. მე მაქვს ვალდებულება, რომ თანადგომა გამოვხატო და პროტესტი გამოვუცხადო ამ ხელისუფლებას, რომ უდანაშაულო ადამიანი, თანამედროვე სახელმწიფოს აღმშენებელი უზით ციხეში,"- აცხადებს დარეჯან ცხვიტარია.

დღის ამბები