ამერიკული დახმარება ომის 652-ე დღეს, თითქმის მთლიანად ამოიწურა. მოლაპარაკებები კი უკრაინის დაფინანსებასთან დაკავშირებით, ისევ ჩიხშია შესული. უკრაინის 60 მილიარდიან დახმარებაზე კენჭისყრა დღეს არის დაგეგმილია, თუმცა რესპუბლიკებსა და დემოკრატებს შორის კონსენსუსი ამ დრომდე არ არის მიღწეული.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ, რომელიც დახურულ სხდომაზე სენატორებს ვიდეოკონფერენციით უნდა გასაუბრებოდა, ეს ჩართვა ბოლო წუთებში გააუქმა.
"ეს ისტორიული მომენტია და მეტი დაგვიანება უკვე აღარ შეიძლება. ზელენსკი ვეღარ ახერხებს, რადგან ბოლო წუთებში, ბრიფინგამდე რაღაც მოხდა. თუმცა, თქვენთან ერთად მოვისმენთ სენატორ მარკ უორნერისგან, თუ როგორი სასოწარკვეთილია უკრაინა პრეზიდენტის მიერ შეთავაზებულ დახმარებასთან დაკავშირებით," - აცხადებს სენატის უმრავლესობის ლიდერი, ჩაქ შუმერი.
ზედა პალატის დემოკრატებმა, შესთავაზეს რესპუბლიკელებს, ჩაასწორონ კანონპროექტი, რათა უკრაინის დახმარება აღდგეს.
"მე შევთავაზებ რესპუბლიკელებს პირველ ჩასწორებას, თუკი წინ წავიწევით. საზღვრის და იმიგრაციის საკითხებზე ჩაამატონ ის, რაც თავად სურთ," - აღნიშნავს ჩაქ შუმერი.
ვოლოდიმირ ზელენსკის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ანდრიი იერმაკი აცხადებს, რომ ამერიკული დახმარების გადავადების შემთხვევაში, ჩნდება რისკი, რომ უკრაინამ რუსეთთან ომი წააგოს.
"თუ დახმარება, რომელიც ახლა კონგრესში დებატების საგანია გადავადდება, გააჩენს დიდ რისკს, რომ იმავე პოზიციაზე დავრჩეთ, სადაც ახლა ვართ. რა თქმა უნდა, ჩნდება იმის საფრთხეც, რომ გათავისუფლების გაგრძელება ვეღარ შევძლოთ და ეს ომი წავაგოთ,“ - ამბობს ანდრიი იერმაკი.