25 ნოემბერი 2024,   20:56
ვრცლად
ოპოზიციის ორმაგი სტანდარტი და ქვეყნის დამაზიანებელი პოზიცია - მმართველი გუნდი ოპონენტების მხრიდან უნგრეთის პრემიერის გადაწყვეტილებაზე გაკეთებულ განცხადებებს აფასებს

ოპოზიციის ორმაგი სტანდარტი და ქვეყნის დამაზიანებელი პოზიცია - მმართველი გუნდი ოპონენტების მხრიდან უნგრეთის პრემიერის გადაწყვეტილებაზე გაკეთებულ განცხადებებს აფასებს. უმრავლესობაში აცხადებენ, რომ დღეს ოპოზიცია ვიქტორ ორბანს უკრაინის საწინააღმდეგო პოზიციისთვის აკრიტიკებს, თუმცა პროტესტი არ გამოუთქვამთ მაშინ, როდესაც საქართველო უკრაინასა და მოლდოვაზე გაცილებით წინ იყო, თუმცა უსამართლო გადაწყვეტილება მიიღეს და ქვეყანას კანდიდატის სტატუსი არ მიანიჭეს.

ადრესატები ბრალდებას უარყოფენ და ამტკიცებენ, რომ ქვეყნის და კანდიდატის სტატუსის საწინააღმდეგო პოზიცია არ ჰქონიათ, მათი მხრიდან უკრაინის მხარდაჭერას კი კონკრეტული მიზნით ხსნიან.

"გირჩში" თვლიან, რომ ოპოზიციის გარკვეული ნაწილი პოზიციებს პოლიტიკური ინტერესების მიხედვით იცვლის. იაგო ხვიჩია კოლეგების ბოლო განცხადებებსაც მათ პოლიტიკურ მიზნებს უკავშირებს.

"ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ ის ხაზი რამაც შესაძლოა სახელმწიფოს ინტერესები დააზიანოს არცერთმა პოლიტიკურმა ჯგუფმა არ უნდა გადაკვეთოს. კანდიდატის სტატუსის მინიჭებამდე დარჩენილ რამდენიმე დღეში კი, სიფრთხილე ყველას თანაბარი პასუხისმგებლობა უნდა იყოს.

14-15 დეკემბერი - სწორედ ამ დროს შეიკრიბებიან ევროპის პოლიტიკურ დედაქალაქში. ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერები და საქართველოსთან დაკავშირებით სტატუსის მინიჭებაზე, ხოლო უკრაინისა და მოლდოვის შემთხვევაში წევრობაზე მოლაპარაკების დაწყებაზე გადაწყვეტილებას გამოაცხადებენ.

 

 

დღის ამბები