საპარლამენტო დელეგაცია ბრიუსელში ვიზიტით იმყოფება.
პარლამენტის თავმჯდომარის მონაწილეობით ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა გაიმართება, ასევე ნატო-ში დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრები. დელეგაციის შემადგენლობაში, თავდაცვის და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეებიც არიან.
"ქართული დელეგაციის მხრიდან მთავარი სასაუბრო იქნება რეგიონული უსაფრთხოების გარემო, ქვეყნის ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება, ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი, პროგრესი და საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების მნიშვნელობა, ასევე, აღნიშნული გადაწყვეტილების მიღების გადაუდებელი საჭიროება,"- აცხადებს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაია.