25 ნოემბერი 2024,   21:26
ვრცლად
ფილიპინებზე ძლიერი მიწისძვრა მოხდა

ფილიპინების უკიდურეს სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, სიდიდით მეორე უდიდეს კუნძულზე - მინდანაოზე ძლიერი - 7.5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, - ამის შესახებ Reuters-ი წერს.

ევროპულ-ხმელთაშუა ზღვის სეისმოლოგიური ცენტრის (EMSC) ცნობით, ბიძგები მიწის ზედაპირიდან 63 კმ სიღრმეზე დაფიქსირდა.

მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია, ჯერჯერობით, არ ვრცელდება. 

ამერიკის შეერთებული შტატების ცუნამის გამაფრთხილებელმა სისტემამ (TWS), მიწისძვრის შემდეგ, ცუნამის საფრთხის შესახებ გაფრთხილება გაავრცელა.

დღის ამბები