ოფიციალური ფხენიანი აცხადებს, რომ მის თანამგზავრულ ოპერაციებში ჩარევა ომის გამოცხადებას ნიშნავს.
ჩრდილოეთ კორეის პოზიციაა, რომ, თუ ამერიკის შეერთებული შტატები შეეცდება დაარღვიოს სუვერენული სახელმწიფოს ლეგიტიმური ტერიტორია, საპასუხო რეაგირება ექნებათ. ინფორმაციას ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო მედია თავდაცვის სამინისტროს განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
შეგახსენებთ, რომ ჩრდილოეთ კორეამ პირველი სამხედრო ჯაშუში თანამგზავრი 21 ნოემბერს წარმატებით გაუშვა.