25 ნოემბერი 2024,   20:51
ვრცლად
"მოიარე საქართველო" - ახალი კამპანია საქართველოს ტურისტული ადგილების უკეთ გასაცნობად

ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ, ქვეყნის პოპულარიზაციის ახალი კამპანია დაიწყო. პროექტის მთავარი მიზანი საქართველოს ისტორიის, კულტურის, უძველესი ტრადიციების საზოგადოებისთვის უფრო ფართოდ და უკეთესად გაცნობაა.

პროექტში "მოიარე საქართველო" – უკვე ჩართულები არიან საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები. კამპანიის ფარგლებში მათ საქართველოს ყველა კუთხეში სათავგადასავლო ტურები უნდა მოაწყონ, იმოგზაურონ ისეთ ადგილებში, სადაც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებია და გაეცნონ ადგილობრივ სამზარეულოს. ამ მოგზაურობების შესახებ, მომზადდება თემატური ფოტოები, ვიდეო რგოლები და შემდეგ სოციალურ ქსელებში გავრცელდება. პროექტის მთავარი მიზანი, ტურისტულ რუკაზე, ტურისტებისთვის, ახალი ლოკაციების მონიშვნაა. 

სათავგადასავლო მოგზაურობისთვის, პირველი ლოკაცია უკვე შერჩეულია– ეს რაჭაა. პროექტმა "მოიარე საქართველომ" აღმოაჩინა, რომ ეს კუთხე ბევრ, აქამდე უცნობ ტრადიციას ინახავდა. 

კულინარიული ტრადიციები, ხუროთმოძღვრული ძეგლები და გეოგრაფიული მდებარეობა – რაჭისთვის დამახასიათებელი ყველა თავისებურება,ნაწილობრივ უკვე შესწავლილია. სათავგადასავლო მოგზაურობაში, "რუსთავი 2"-ის წამყვანიც მონაწილეობდა. ვახო კანდელაკმა "კურიერთან ", რაჭაში გატარებული დღეები გაიხსენა.

პროექტი "მოიარე საქართველო" უკვე სარგებლობს პოპულარობით და სოციალურ ქსელებში მოგზაურობის შესახებ გადაღებულ ვიდეო –რგოლებს ინტერნეტში ბევრი გამომწერი აქვს. ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ ტურიზმის პოპულარიზაციასთან ერთად, კამპანიის მიზანი, ადგილობრივი მეწარმეების და ბიზნესის მხარდაჭერაა.

რაჭის გარდა, "მოიარე საქართველო და შეაგროვე ემოციები", უახლოეს მომავალში საქართველოს სხვა კუთხეებსაც მოიცავს.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

დღის ამბები