საქართველოს პირველი ხმალი, მსოფლიოს საუკეთესო ხმალიც გახდა - სანდრო ბაზაძე საქართველოს ისტორიაში პირველი ქართველი მოფარიკავე გახდა, რომელმაც სპორტის ამ სახეობაში, მსოფლიოს უმაღლესი ჯილდო მოიპოვა.
ეგვიპტის ქალაქ "შარმ ელ შეიხში" გამართულ ღონისძიებაზე, სანდრო ბაზაძეს პირველობა 134 დელეგატიდან 120-მა მიანიჭა.
ეგვიპტიდან საქართველო სხვა პრიზითაც დაბრუნდა - ფარიკაობის საერთაშორისო ფედერაციის გადაწყვეტილებით, 2025 წელს ფარიკაობის მსოფლიო ჩემპიონატს თბილისი უმასპინძლებს.
ავტორი: ლაშა ბერძენიშვილი