25 ნოემბერი 2024,   20:40
ვრცლად
მკვლელობა წალკაში - შსს-ს ინფორმაციით, კაცმა ქალი ნაჯახით მოკლა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა

მკვლელობა წალკაში - სოფელ ბედიანში, 50 წლამდე მამაკაცმა თანასოფლელი ქალი მოკლა. პოლიციამ დანაშაული ცხელ კვალზე გახსნა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ირკვევა, რომ კაცმა ქალი ნაჯახით მოკლა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

დანაშაული 10-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

დღის ამბები