26 ნოემბერი 2024,   08:44
ვრცლად
ვლადიმერ პუტინი დამნაშავე იყო 2008 წელს საქართველოში და დამნაშავეა დღეს უკრაინაში - ნიკოლა სარკოზი

ნიკოლა სარკოზი აცხადებს, რომ ვლადიმერ პუტინი დამნაშავე იყო 2008 წელს საქართველოში და დამნაშავეა დღეს უკრაინაში. ამის შესახებ სარკოზიმ ადგილობრივ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.

საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტის თქმით, ევროპასა და რუსეთს შორის ურთიერთობების საკითხი არის საკითხი, რომელიც საუკუნეებით თარიღდება და რომელიც მათ ბევრ მემკვიდრეს მოიცავს.

საფრანგეთის ყოფილმა პრეზიდენტმა აღნიშნული ინტერვიუთი გასულ კვირას ჟურნალ „ფიგაროში“ უკრაინის ომის შესახებ მისი განცხადებების ირგვლივ გაჩენილ კითხვებს გასცა პასუხი.

სარკოზიმ ინტერვიუში აღნიშნა, რომ უკრაინაში ომის შესაჩერებლად ერთადერთი გზა დიპლომატიაზე გადის.

მისივე თქმით, „რუსეთი ევროპის მეზობელია და, გაუგებრობების მიუხედავად, ევროპასა და რუსეთს ერთმანეთი სჭირდებათ“.

ფრანგული მედია წერს, რომ ბოლო რამდენიმე დღეა, სახელმწიფოს ყოფილი მეთაური ამ განცხადებების გამო კრიტიკის სამიზნე გახდა. ფრანგი პოლიტიკოსები ნიკოლა სარკოზის რუსეთისა და ვლადიმერ პუტინის მიმართ ლმობიერებაში ადანაშაულებდნენ.

დღის ამბები