პაკისტანში ერთ-ერთი პარტიის მიერ ორგანიზებულ აქციაზე მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულია 44 და დაშავებულია 100-ზე მეტი ადამიანი.
აფეთქება ჩრდილო-დასავლეთ ბაჯაურის რაიონში მოხდა. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, ყველა დაშავებული საავადმყოფოშია გადაყვანილი, თუმცა მათგან 15-ის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია.
სამართალდამცავები არ გამორიცხავენ, რომ აფეთქების უკან, სავარაუდოდ, ე.წ. ისლამური სახელმწიფო იდგეს.
მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს.