ჯო ბაიდენის შვილის, ჰანთერ ბაიდენის პროკურორებთან საპროცესო შეთანხმება შეჩერებულია. მოსამართლემ პროცესზე განაცხადა, რომ შეთანხმების პირობების განსახილველად მეტი დრო ესაჭიროება და პროცესი შეწყვიტა.
საქმე ეხება ჰანთერ ბაიდენის წინააღმდეგ მიმდინარე ორ საქმეს, რომელთაგან ერთ-ერთი, გადასახადების დამალვას, მეორე კი იარაღის უკანონო შესყიდვას ეხება. საპროცესო შეთანხმების თანახმად, ჰანთერ ბაიდენი პროკურორებს საგადასახადო ბრალდებებში დანაშაულის აღიარებას, იარაღის შესყიდვასთან დაკავშირებულ ბრალდების მოხსნის სანაცვლოდ სთავაზობდა.
საპროცესო გარიგების პირობებს აკრიტიკებდნენ დონალდ ტრამპი და მისი მოკავშირე რესპუბლიკელები. მათი თქმით, შეთანხმება უსამართლოდ ემხრობოდა პრეზიდენტის შვილს.