ნატო შავი ზღვის რეგიონში უფრო ფხიზლად იქნება - ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ნატო-უკრაინის საბჭოს სხდომის შემდეგ "ტვიტერის" პირად გვერდზე დაწერა.
ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, რუსეთი შიმშილის იარაღად გამოყენებაში დაადანაშაულა და შავ ზღვაში მისი სახიფათო ქმედებები დაგმო.
იენს სტოლტენბერგმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ნატოს ერთიანობას და განაცხადა რომ მოკავშირეები უკრაინის დახმარებას განაგრძობენ.