26 ნოემბერი 2024,   10:45
ვრცლად
პრემიერ-მინისტრი დელეგაციასთან ერთად ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში მიემგზავრება

დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრი დელეგაციასთან ერთად ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში მიემგზავრება. ირაკლი ღარიბაშვილი მსოფლიო ლიდერებთან ერთად, ჩენგტუში FISU-ს 31-ე ზაფხულის მსოფლიო საუნივერსიტეტო თამაშების გახსნის ცერემონიაში მიიღებს მონაწილეობას.

წელს მსოფლიო საუნივერსიტეტო თამაშებში 50 ქართველი სტუდენტი მონაწილეობს. ცერემონიის შემდეგ საქართველოს პრემიერ-მინისტრი დელეგაციასთან ერთად პეკინში ჩავა.

მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, პეკინსა და ჩენგტუში დაგეგმილია ორმხრივი, მაღალი დონის შეხვედრების გამართვა.

დღის ამბები