26 ნოემბერი 2024,   09:47
ვრცლად
როგორც ჩანს, მეორე სკანდალი გამჟღავნდა, რომ არის არა მხოლოდ კავშირი, არამედ გეგმები, გიორგი მარგველაშვილი გახდეს "ნაციონალური მოძრაობის" პირდაპირი მოკავშირე -  შალვა პაპუაშვილი

პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი "ნაციონალური მოძრაობისა" და გიორგი მარგველაშვილის შესაძლო თანამშრომლობასთან დაკავშირებით საუბრობს და აცხადებს, რომ გამჟღავნდა მეორე სკანდალი, რომ "არსებობს გეგმები, გიორგი მარგველაშვილი გახდეს "ნაციონალური მოძრაობის" პირდაპირი მოკავშირე."

პაპუაშვილის თქმით, მათთვის ამოსავალია არა საქართველოს ინტერესები, არამედ ამოსავალი წერტილია სხვა ქვეყნის ინტერესები, სხვა ლიდერების მოწოდებები.

"როგორც ჩანს, კიდევ მეორე სკანდალი გამჟღავნდა, რომ არის არა მხოლოდ კავშირი "ნაციონალურ მოძრაობასა" და გიორგი მარგველაშვილს შორის, არამედ, არსებობს გეგმები, რომ გიორგი მარგველაშვილი გახდეს "ნაციონალური მოძრაობის" პირდაპირი მოკავშირე.

პარადოქსთან გვაქვს საქმე, რომ ქართველი პოლიტიკოსები უყურებენ და ესაუბრებიან არა ქართველ ხალხს, მოქმედებენ არა ხალხის ინტერესებით, არამედ მოქმედებენ სხვა ქვეყნებისა და სხვა ხალხების ინტერესებით. ამიტომ, 2024 წლის არჩევნებს მე სწორედ ასე ვხედავ, რაც უფრო მეტი ასეთი გაერთიანება იქნება, მით უფრო ნათელი არჩევანი ექნება ქართველ ამომრჩეველს. იქნება არჩევანი პატრიოტულ, ეროვნული ინტერესების გამტარებელ "ქართულ ოცნებასა" და იმ პოლიტიკურ ჯგუფებს შორის, რომლებისთვისაც საქართველო არ არის არანაირი ღირებულება. მათ რომ ჰქონოდათ ერთი გრამი პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების ბერკეტიც კი, დღეს საქართველო იქნებოდა არეულობაში.

საქართველოს გაუმართლა, რომ მისი ისტორიის ამ ეტაპზე "ქართული ოცნება" არის ხელისუფლებაში. მან არ დაუშვა არც არეულობა, არც ომი და არც ეკონომიკური კრიზისი," - აცხადებს შალვა პაპუაშვილი.

 

 

 

 

დღის ამბები